среда, 6 октября 2010 г.

სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის თვითშეფასება

დღეს მსოფლიოში სკოლების უმრავლესობა ჩართულია რესტრუქტურიზაციისა და განახლების პროცესში. განახლება ნებისმიერ სკოლას ესაჭიროება. პროცესი საკმაოდ რთულია. ყველა სკოლამ უნდა გასცეს პასუხი შეკითხვებს: 

,,რა უნდა შეიცვალოს?”
,,როგორ უნდა შეიცვალოს?”
,,როგორ უნდა მიმდინარეობდეს განახლების პროცესი?”
,,როგორ შევაფასოთ მიღწეული შედეგები?”


 განახლება, უწინარესად გულისხმობს შემოქმედი, ნიჭიერი პედაგოგის მიერ შემუშავებულ მასალებს, მონაცემებს, კვლევებს, ეფექტურ , კოლეგიალურ, ურთიერთ თანამშრომლობაზე დაყრდნობილ, ჰუმანურ პედაგოგიურ კოლექტივს, სადაც თითოეული მათგანის საქმიანობა ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებზე.
 
 წარმატების მისაღწევად სკოლამ უნდა განსაზღვროს მოსწავლეთა, მასწავლებელთა , მშობელთა საჭიროებანი, შეიმუშაონ კონკრეტული ხედვა.
ყველას გააჩნია საკუთარი დამოკიდებულება სასკოლო ცხოვრებისა და კულტურის მიმართ:

 
1. კარგი დირექტორი 
2. კარგი მასწავლებელი 
3. კარგი მოსწავლე
4. კარგი მშობელი
5. კარგი საკლასო ოთახი
6. კარგი სკოლა

შესაბამისად მუდმივად იბადება კითხვები:


,,როგორია საუკეთესო სწავლება და სწავლა ჩვენს სკოლაში?”
,,როგორ ასწავლიან მასწავლებლები?”
,,როგორ სწავლობენ მოსწავლეები?”
,,როგორია სასწავლო გარემო?”

,,როგორი ურთიერთობებია ადმინისტრატორებსა და მასწავლებლებს , მოსწავლეებს შორის?”
ყველა კითხვას პასუხობს მექანიზმი თვითშეფასება- სკოლის უწყვეტი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი წინაპირობა.
 კვლევის მიზნის განსასაზღვრავად, შეიმუშავებულია პროგრამა, რომლის მიხედვითაც სკოლის თვითშეფასების უმთავრესი მიზნებია:
 სკოლის მიღწევებისა და პრობლემების, ძლიერი და სუსტი მხარეების, არსებული მდგომარეობის აღწერა-დახასიათება.
 ინფორმაციის მომზადება სკოლის განვითარების სამოქმედო სტრატეგიისა და გეგმის შესამუშავებლად.


                                                   -     -     -     -    -      -     -     -   - 

    გადაწყვეტილებები          -                                            -     თვითშეფასება  

                             სისტემა              -                               -    კრიტიკული ანალიზი
   და   პროცედურები                           -                -           

                                                                            --
                                                                 სწავლება 
                                                                და სწავლა
                                                   მისია, ხედვა, კოდექს
ი  

(სამკუთხედი იერარქიულია, მისი სამივე კომპონენტი ურთიერთდაკავშირებულია და ერთდროულად ზემოქმედებს სასკოლო საქმიანობის გაუმჯობესებაზე.)

სკოლის თვითშეფასების სისტემა არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება იმისა, რომ გამოვიტანოთ ზოგადი დასკვნები სკოლის პრობლემების, სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ.